logo
ENG



მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი "ირლანდიელი" კინოგაქირავებაში ნოემბრიდან ჩაეშვება

14 ოქტ 201911:43
3 წუთის საკითხავი
 
kzy6bbq708liaiq.jpg

ლონდონის კინოფესტივალი მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის ბრიტანული პრემიერით დასრულდა. 

"ირლანდიელის" ჩვენებას ლეგენდარულ რეჟისორთან ერთად მისი საყვარელი მსახიობი და ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი რობერტ დე ნიროც დაესწრო. 

ცნობილი რეჟისორისა და მსახიობის მორიგი ერთობლივი ნამუშევარი განგსტერული დრამაა, რომელიც მაფიოზ ფრენკ „ირლანდიელის" ცხოვრებას ეხება. ფილმი 3:30 საათი გრძელდება, მის გადაღებას კი მარტინ სკორსეზემ სამი წელი მოანდომა. 

კინოგაქირავებაში „ირლანდიელი" ნოემბრიდან ჩაეშვება.


close დახურვა